Sunday, March 6, 2016

ტრენინგის II დღე

                                         
 

              ტრენინგის მეორე დღეს დავიწყეთ მუშაობა უშუალოდ პროექტზე. ჯგუფის ყველა წევრმა გავაცანით ერთმანეთს ჩვენთვის სასურველი პროექტის სათაური. ამის შემდეგ გავიხსენეთ განვლილი მასალა წინა დღის, ტრენერმა გაგვაცნო დღის განრიგი და დავიწყეთ მუშაობა პროექტის სარეკლამო ბუკლეტზე.
           მე გავამზადე ცხრილი, ჩემი პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე გუგლიდან გადმოვწერე სულხან-საბას სურათი, ასევე სკოლის სურათი და გადავიტანე ცხრილის შესაბამის განყოფილებაში.
          დღის ბოლოს ვისწავლეთ შექმნილი მასალის დაზიპვა და უსაფრთხოების მიზნით გავიგზავნეთ საკუთარ ჯიმეილზე. ბოლოს გავიხსენეთ ბლოგში შესვლა, უკვე დაწერილი მასალის რედაქტირება და  ახალი მასალის დამატება.

No comments:

Post a Comment